პენოპლექსი Стена დაზოლილი 50*585*1185მმ (4,8526 კვ/მ)
სისქე მმ. – 50
სიგანე, მმ – 585
სიგრძე, მმ – 1185
რაოდ-ბა შეფუთვაში,ც. – 7
შეფუთვის მოცულობა,მ³ – 0,2429
ფართობი შეფუთვაში,მ² – 4.85
სიმტკიცე კუმშვისას 10% წრფივი დეფორმაციისას, არანაკლებ მპა (ტ/მ²) – 0,14 (14)
შესაკვეთად ან ინფორმაციისთვის დააჭირე
Description
მაღალეფექტური თბოსაიზოლაციო მასალა (ბოლო თაობის XPS), რომელიც წარმოებულია ზოგადი დანიშნულების პოლისტიროლისგან. ფილები სპეციალურად შექმნილია კედლებისთვის, რომლებსაც შემდგომი მოპირკეთება ესაჭიროებათ — იქნება ეს ბათქაში, დეკორატიული ფენა თუ კერამიკული ფილა.
პენოპლექსის კედლის თბოსაიზოლაცია 50 მმ სისქით გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, გამძლეობით და გამოყენების მრავალფეროვნებით. მისი დაღარული, ხორკლიანი ზედაპირი უზრუნველყოფს შესანიშნავ ადჰეზიას ბათქაშისა და წებოვანი ნარევების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასრულებული კედლის საიმედოობას.
“პენოპლექს სტენა®“ გარე და შიდა კონსტრუქციების (კედლები, ტიხრები და ფასადის სისტემები) დასათბუნებლად გამოიყენება. „პენოქპლექსის“ ფილების ფრეზირებული ზედაპირი აუმჯობესებს ბათქაშის და წებოვანი შემადგენლობების ჩაჭიდებას (ადგეზიას) მასალის დასამუშავებელ ზედაპირთან და ამცირებს საბათქაშო სამუშაოების ვადებს.





Reviews
There are no reviews yet.